ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა: ნაცმოძრაობას საარჩევნოდ წაგებისთვის გამზადებული გუნდი ჰყავს წარდგენილი

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ფოთში გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენა მისთვის გაუგებარია.

მისივე თქმით, ოპოზიცია უგულავასნაირი კანდიდატებით არჩევნებს წააგებს.

„ჩემთვის გაუგებარია ფოთში უგულავას კანდიდატურის წარდგენა, რომელმაც 50 მილიონი მოჰპარა დედაქალაქს. ხან ხონში ხნავს, ხან ზუგდიდში და ახლა ფოთში.

ახლა აპრიორი წააგებენ, უგულავასნაირი კანდიდატებით და მერე გამოვლენ და იტყვიან, გაგვიყალბეს და არასამართლიანი გარემო იყოო და ა.შ. „ნაცმოძრაობას“ წარდგენილი ჰყავს წაგებისთვის გამზადებული გუნდი“, – ამბობს ზარქუა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილმა ფოტში მერობის კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა. უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში 5 ნომრით იბრძოლებს.

იტვირთბა....