ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა.
“მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0.001 პროცენტი. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან.
ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებისგან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”,- ამბობს ტიკარაძე.
ტიკარაძე იმასაც აღნიშნავ, რომ ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან ერთეული შემთხვევები არის მთელს მსოფლიოში.