მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ზელენსკისთან შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

” შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ვლადიმერ ზელებსკისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა”, – წერს ღარიბაშვილი ტვიტერში.

მისივე თქმით, საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.

იტვირთბა....