ჰარი პოტერის შემდეგ ეპიზოდში პოტერის მეგობრის, ნახევრად მაგლი ჯადოქრის, ხანშიშესული ჰერმიონას როლს შავკანიანი სვაზილენდელი ნომა დუმეზვენი შეასრულებს.
ამ ფაქტმა ინტერნეტ სივრცეში, მსოფლიოს გარშემო დიდი გამოხმაურება და აურზაური გამოიწვია.
როგორც ბრიტანული გამოცემა “ინდეფენდენთი” იუწყება, თავად ავტორი ჯოან როულინგი ამ ფაქტით კმაყოფილია და “ტვიტერზე” წერს: “ნორმა ასეთია: ყავისფერი თვალები, ხვეული თმა და ძალიან ჭკვიანი. თეთრი კანის ფერი არასოდეს ყოფილა მითითებული. როულინგს მოსწონს “შავი” ჰერმიონა.”
თავად ემა ვოთსონი, რომელიც “ჰარი პოტერის” ყველა სერიაში ჰერმიონას როლს ასრულებდა “ტვიტერზე” წერს: “ვერ ვითმენ ისე მინდა ვნახო ნომა დუმეზვენი ჰერმიონას როლში” და ტვიტს ბევრ გულის სმაილს აყოლებს.
იტვირთბა....