ახლადარჩეული მექსიკის მერი მისი მერობის მეორე დღეს მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC ავრცელებს.
გიზელა მოტა საკუთარ სახლში, ქალაქ თემიქსკოში მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას 4 შეიარაღებული პირი დაესხა თავს. პოლიციამ ორი მათგანი მოკლა, დანარჩენი კი დააკავა.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, მკვლელობის მოტივი გაურკვეველია. თუმცა წერს, რომ ბოლო წელს მექსიკის რამდენიმე მერი სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადატანაში ეჭვმიტანილებმა მოკლეს.
ყოფილი 30 წლის მერი ქალაქ თემისკოს მოსახლეობას დაპირდა, რომ ქალაქს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალისგან გაწმენდდა.
იტვირთბა....