ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი: უხერხულიც კი არის, რომ ქართული ოცნება არ დამარცხდეს

[su_quote]უხერხულიც კი არის, რომ ქართული ოცნება არ დამარცხდეს. ქვეყანა ელოდება პატრონს. პატრონი ვერ იქნება ის, ვისაც სახელმწიფოს პირველი პირის საჭე ოდესმე ჰქონდა ხელში და მან ვერ მართა მენეჯმენტი. ასეთი შეიძლება იყოს ღარიბაშვილი და გახარია. ორივეს უკავშირდება პანდემიის პერიოდი და ორივემ ვერ მართა. ორივეს მხრებზე არის დღევანდელი მდგომარეობა. ის, რომ საქართველო არის სიკვდილიანობით პირველ ადგილზე…

მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ საქართველო ასეთი უპატრონო, დაბეჩავებული, საწყალი, გულმოსაკლავი, გაძარცვული, ნამუსახდილი როგორიც დღეს ამ ხელისუფლებას ჰყავს, არასდროს ყოფილა. არჩევანი არ არსებობს. არსებობს ასეთი რამ, შეცდომებით სავსე ყოფილი ხელისუფლება დგას, მაგრამ მათ ბექგრაუნდში არის სახელმწიფო ინსტიტუციების შენება. ამას ხელისუფლება პირადად რომ დადგეს, ვერ აუვა[/su_quote]

განაცხადა კანონი და სამართლის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტვ პირველის ეთერში.

იტვირთბა....