ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა!

[su_quote]ხშირად არ გამოვირჩევი ეპითეტებით, მაგრამ ჩემის აზრით, სიმართლე უნდა ითქვას. ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა. დიახაც, ენის მოჩლეფვის დრო აღარ არის და მეტიც, ადამიანების გადარჩენის გზა გადის სიმართლეზე საუბარში. ჩემი ღრმა რწმენით, სიმართლის დანახვაში და აღიარებაში არის გამოსავალი. სიმართლის დანახვას და აღიარებას შესწევს მხოლოდ და მხოლოდ გადაარჩინოს ის ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია და ეს არის სიცოცხლე. სწორედ ამიტომ, მე პირადად გადავწყვიტე, რომ ენა აღარ მოვიჩლიფო.

დიახაც, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სწორად მოქმედებდეს და რაღაცას აკეთებდეს, 24 საათის განმავლობაში დადის და მხოლოდ და მხოლოდ ლანძღავს, თათხავს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობაშია დღეს ქვეყანაში. არც ერთი სიტყვა გამოსავალზე, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფალმა იმისათვის, რომ 70-80 ადამიანი არ იღუპებოდეს ქვეყანაში. არაფერი მსგავსი. უტიფრად ცდილობს მათი დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად ათეულობით ადამიანი რომ გვეღუპება დღეში, უბედურ შემთხვევებად გაასაღოს[/su_quote]

განაცხადა პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში ენმ-ის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

იტვირთბა....