ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კობახიძე: მრევლისთვის კულუმბეგოვი ნაცისტ ექიმად რჩება, ხოლო ვაქცინა – ანტიქრისტეს ბეჭდად და სატანურ შხამად

ეკლესია მარტივ და დემონურ ტრიუკს გვიტარებს. მეუფეები ჟურნალისტებთან ერთს ლაპარაკობენ, ხოლო მრევლს იგივე მეუფე მამაოები საწინააღმდეგოს ეუბნებიან და ეს ორივე ხომ საჯაროდ დევს. ჟურნალისტებთან ჭიკჭიკებენ: ეკლესია ვაქცინის წინააღმდეგი არ არის, უბრალოდ დაძალება არ შეიძლება, ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვესო. უმაღლესი ცინიზმი – სამღვდელოებას, რომელმაც სრულიად დააზომბა და დაიმონა მრევლი, ახლა გაახსენდა ადამიანის უფლებები. ბიძინა კულუმბეგოვს ილია მეორე ლოცავსო, პირდაპირ ეთერში იტყუება მეუფე აიფონა. კულუმბეგოვსაც უხარია, პატრიარქმა დამლოცაო. ტყუილია, ბატონებო, რეალურად მრევლისთვის ბიძინა კულუმბეგოვი ნაცისტ ექიმ იოზეფ მენგელედ რჩება, ხოლო ვაქცინა – ანტიქრისტეს ბეჭდად და სატანურ შხამად. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ჯადოსნურ ბურანშია.

დღეს 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქრისტიანები ისევ მამაოებს შესციცინებენ და ფერისცვალებას ნაკურთხი ხილის მადლიანი ჩახეთქვა უნდათ. მედია საცოდავად ავრცელებს მამა თეოდორე გიგნაძის შარშანდელ ქადაგებას, სადაც ის ამბობს მღვდლებმა მრევლი კონსპიროლოგიით მოვწამლეთო. ეს ერთი დაიწრიპინა შარშან და ისეთი დაუცაცხანა საპატრიარქომ, რომ მამა თეოდორე დღემდე ისე იმალება, რომ მგონი ოჯახის წევრებიც ვერ პოულობენ. დღეს ტელევიზიაში შხამს ანთხევდნენ მეუფე აიფონა კმაყოფილი ხითხითით და მეუფე იაკობ ბანდიტი როყიო ბოყინით : ჩვენო წირვების შემდეგო თქვენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთო. მაგრამ ჟურნალისტებმა და ხალხმაც უნდა იცოდნენ, რომ სანამ მამაოების ტელეგამოსვლებით აღფრთოვანებისგან დადნებიან, სწორედ ამ მამაოებმა და ზუსტად დღეს, საერთო კოვზი ჩაუდეს პირში ასეულობით ადამიანს ვირუსის საშინელი გავრცელების დროს

წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ბასილ კობახიძე.

იტვირთბა....