ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ველოდებით, რომ ვინმე გაეწეროს, არც ერთი ადგილი არ არის – რა ხდება ინფექციურ საავადმყოფოში

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოში ყელა ადგილი გადატვირთულია.

მისივე თქმით, დღეს დილით კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ იყო.

„მდგომარეობა მძიმეა, ყველა ადგილი გადატვირთულია საავადმყოფოში. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რისი აწევაც ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. ამ დილისთვის, არც ერთი ადგილი არ არის კლინიკაში. ველოდებით, თუ ვინმე გაეწერება რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ“, – ამბობს ზალდასტანიშვილი კურიერთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 58 ადამიანი.

იტვირთბა....