ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ ცისკარიძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ოფიციალურად დასარეგისტრირებლად მას 2000 ხელმოწერა სჭრიდება.

„ჩამოვიარე ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და მივმართე ყველას, უფრო სწორად, ვალდებულად ჩავთვალე თავი მეთქვა ყველასთვის ჩემი იდეა, რომ მოეხსნათ თავისი კანიდატურა…

მე ვიყავი, რომელმაც პრიორიტეტი პროგრამაში, პირველ რიგში, ჩადო კულტურა და ხელოვნება, რაზეც აგებულია უკვე სხვა დანარჩენი, ტურიზმი, მისვლა-მოსვლა, ინტერესი და ასე შემდეგ“, – ამბობს კახაბერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....