ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბრალდების მხარემ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ამის არგუმენტად კი მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა დაასახელეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ზვიადაურის ადვოკატებმა 50 000-ლარიანი გირაოსა და თავდებობის შუამდგომლობა დააყენეს. ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი და პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი.

ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ხუთი ათასლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

ზვიადაური 17 აგვსიტოს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმა მოკლა. პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი დღეს 18 აგვისტოს წარუდგინა.

იტვირთბა....