არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის არჩევნებში ლიდერობს

საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში, სამხრეთ კაროლინის მე-2 საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთი საარჩევნო პლატფორმის მონაცემებით ლიდერობს.

Watch.vote-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რესპუბლიკელ უილსონს ამომრჩეველთა ხმების 49.9% აქვს მიღებული, მის დემოკრატ კონკურენტ ზაიონ ხალიფას კი — 48.7%.

ამასთან, Associated Press-ის მონაცემებზე დაფუძნებული სხვა პლატფორმა განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს, რომლის მიხედვითაც ხალიფა ლიდერობს. შესაბამისად, გამარჯვებული ჯერ დადგენილი არ არის.

ჯო უილსონი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი და „MEGOBARI აქტის“ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.

იტვირთბა....