ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ადვოკატი: ლაშა ტალახაძე და ბექაური მზად არიან, ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური მზად არიან ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონს თავდებში ჩაუდგნენ.

“ალტერნატივად სასამართლოს მოვთხოვთ, რომ გირაოთი იქნეს დატოვებული და ასევე თავდებობასაც, ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან თავდებში დაუდგნენ. ვგულისხმობ ლაშა ბექაურს, ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება. ბექაური და ტალახაძე ორივე მზად არის თავდებში ჩაუდგნენ ამ ადამიანს [ზურაბ ზვიადაურს]”, – აცხადებს ადვოკატი.

ზვიადაური 17 აგვსიტოს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმა მოკლა. პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი დღეს 18 აგვისტოს წარუდგინა.

იტვირთბა....