პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, ოფისებით, ბანკებით, კაზინოებით.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
„ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა მუშაობს, რომ აღნიშნულ რეგიონში ახალი სიცოცხლე შეიტანოს.