ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ჯაფარიძე: რაც ავღანეთში ხდება, ავღანელების ბრალია, სახელმწიფო ვერ შექმნეს!

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის, რაც დღეს ავღანეთში ხდება, პირველ რიგში ავღანელები ბრალია, რადგან მათ სახელმწიფოს შექმნა ვერ მოახერხეს.

„თითქმის 20 წელი საერთაშორისო დახმარება, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამდენი მსხვერპლი და ამხელა რესურსი და ჩაფლავდნენ – სახელმწიფო ვერ შექმნეს.

აშშ-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომები, თუ იყო ასეთი, და მგონია, რომ იყო, სხვა განხილვა-მსჯელობის თემაა, ავღანელებმა რა გააკეთეს, რატომ ვერ შექნეს სახელმწიფო?

საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება ავღანეთის ტიპის არაშემდგარ სახელმწიფოს. საქართველოს სახელმწიფო მიტაცემული არ არის? ადგილობრივი “თალიბანი” არ გვყავს? ფუნდამენტალისტი რელიგიური ჯგუფები არ ფლობენ არაფორმალურად ძალაუფლებას?

ვინმეს შეუძლია, გარანტია მოგვცეს, რომ ერთ დღეს ჩვენც არ მოვბეზრდებით ჩვენი ფუნდამენტალისტებით და ოლიგარქებით დასავლეთს?“, – წერს გია ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ თალიბანის მებრძოლები დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ამასთან, ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....