ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სოციალური ქსელი

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ ლუკაშენკოს ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ უნდა გადასცეს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება.

როგორც ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ ლუკაშენკოს ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ უნდა გადასცეს.

„მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახორციელებს საქართველო შეთანხმებას 5 წლის შემდეგ იმ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში ყველამ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ გადასცეს ჟურნალისტები და უფლებადამცველები ლუკაშენკოს“, – წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაში შევიდა. აღნიშნული შეთანხმება ეხება ინფორმაციის გაცვლას, ხელშეწყობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვა.

იტვირთბა....