ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა – უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და მოვითხოვოთ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა” – ევროპარლამენტარი ისტურიზი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარმა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა განაცხადა, რომ დასავლეთმა ქართველი ხალხი პუტინის ამარა არ უნდა დატოვოს.

„ყველაფერი ნათელია: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხს, ვინც არჩევნები მოიპარა, ეს გაუვიდეთ. ეს განგაშის ზარია, ბატონებო. დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მიიღო რეპრესიული კანონები და, გარდა ამისა, აქტივისტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება ოპოზიციური ხმების ჩახშობას ემსახურება.

ინციდენტები, რომელთა დროსაც სამიზნე ოპოზიციის ლიდერები გახდნენ, სრულიად მიუღებელია. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც ახალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და უნდა გამოვიჩინოთ სითბო და მხარდაჭერა იმ ხალხის მიმართ, ვინც ქუჩაში იბრძვის“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....