ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი ნაწილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ზრუნვა იქნება”- რუბიო

CBS-სთან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინაში მიმდინარე ომზე და ომის გარშემო დონალდ ტრამპის გეგმებზე ისაუბრა.
რუბიოს თქმით, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, სტაბილურად უნდა დასრულდეს, რათა ის რამდენიმე წელიწადში თავიდან არ განახლდეს. რუბიოს თქმითვე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი ნაწილი ამ კონფლიქტზე ზრუნვა იქნება.
“კონფლიქტი უნდა დასრულდეს. პირობა, რომელიც დონალდ ტრამპმა დადო, იქნება პრიორიტეტი. აშშ-ის მთავარი პოლიტიკა იქნება, რომ გვინდა ომის დასრულება და ამის ხელშეწყობისთვის ყველაფრის გაკეთება. გამოვიყენებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ის დავასრულოთ სტაბილური გზით, ვგულისხმობ, არ გვინდა რომ კონფლიქტი დავასრულოთ ისე, რომ ორ, სამ ან ოთხ წელში თავიდან დაიწყოს“. – განაცხადა რუბიომ.
” ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ახლა ის არის გაჭიანურებული სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც წარმოუდგენლად დამანგრეველია. მე მაქვს არგუმენტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის, მაგრამ უკრაინა ყველაზე მაღალ ფასს იხდის მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით, დაღუპული ადამიანებით, მილიონი უკრაინელით, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ და საზღვარგარეთ ცხოვრობენ.” – თქვა რუბიმ.

იტვირთბა....