ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტრამპი ამბობს, რომ მზად არის რუსეთს სანქციები დაუწესოს

21 იანვარს, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის რუსეთს სანქციები დაუწესოს.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე და თქვა, რომ რუსეთი ინფლაციის დიდ ზღვარზე დგას.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უკრაინა-რუსეთის ომის შესაჩერებლად მოლაპარაკებებს უნდა დასთანხმდეს, რადგან მოლაპარაკებებზე უარით, ის რუსეთს ანადგურებს.

“ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. პუტინი კი გარიგებაზე უნდა წამოვიდეს. ვფიქრობ, გარიგებაზე არწამოსვლით, ის რუსეთს ანადგურებს” – თქვა ტრამპმა.

იტვირთბა....