[su_quote]გურჯაანში ჩვენი ერთობლივი პროექტების შედეგად 20 ახალი სასტუმრო დაფინანსდა. მთლიანობაში ეს რა თქმა უნდა გვახარებს, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვაპირებთ დამატებით დაახლებით 1200 საწარმოს დაფინანსებას. 2024 წლამდე ჩვენი მთავრობის მხრიდან მილიარდ ლარამდე იქნება მობილიზებული. ჯამში 2,5 მილიარდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, შედეგად ვფიქრობთ, რომ შეიქნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. პროგრამით „აწარმოე საქართვლოში” უკვე შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსებულია ასობით საწარმო და მილიარდი ლარია ბოლო 6 წელიწადში ინვესტირებული[/su_quote]
განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.