კულტურა მთავარი საზოგადოება

დიზაინერი: “2016 წელს მოდაში გოიმური სტილი ბრუნდება”

მოდის რა ტენდენციებს გვთავაზობს 2016 წელი? „მეტრონომს“ დიზაინერი გიორგი ქებურია პასუხობს

გიორგი ქებურია:  2016 წელს ძირითადად, აქცენტი 90-იანი წლების სტილზე კეთდება. რასაც გოიმურს ვუწოდებდით, ის ბრუნდება (იცინის). 90-იანი წლების ფორმები, ცოტა არაადეკვატური ფერთა შეხამება:

ფერები

ბორდოსფერი, მუქი ლურჯი, მწვანე, ცოტა მუქი ფერები იქნება მოდაში. საახალწლო პერიოდში კარგია თუ მაქსიმალურად მბზინვარე სამოსს შევარჩევთ.

შარვალი

მოდაში მამაკაცური ფორმის შარვლები ბრუნდება.

ქვედა ბოლო

სიგრძე არ არის შეზღუდული. ქვედაბოლო შეიძლება იყოს როგორც მუხლს ქვემოთ, წვივზე, ასევე მუხლს ზემოთ. თუმცა მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლოები 2016 წელს არ გვხვდება. აქტუალური იქნება ქვედაბოლოზე წინ ღილები. ეს მნიშვნელოვანია დეტალია ამ წლის ტენდენციაში.

ბეწვი

2016 წელს მოდაშია ხელოვნური ბეწვი. ეს ტრენდი აქტუალური იქნება.

იმიჯი

თმა მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. მაკიაჟიც სასურველია ბუნებრივი იყოს, რადგან მე პირადად არ მიყვარს მძიმე make up.

აქსესუარები

მოდაშია დიდი ზომის აქსესუარები. რაც უფრო დიდი და ეფექტური იქნება აქსესუარი, მით უფრო გამორჩეული იქნებით 2016 წელს.

ფეხსაცმელი

2016 წელს აქტუალურია ფეხსაცმლის საშუალო ქუსლი. ზოგადად, კედები ყოველთვის მოდაშია, ხოლო ძალიან მაღალი ქუსლი – კლასიკაა. ფეხსაცმლის ცხვირი საკმაოდ უხეშია, 90-იანები სტილი ფეხსაცმელში მთლიანად გადმოდის.

მანა ნოდია

იტვირთბა....