თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირების ნაწილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ფარულად გაიკეთა, ამის შესახებ, მან ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა.
“საგულისხმოა, რომ ფარულად და კონფიდენციალურად უმეტესი მათგანი, სასულიერო პირებიდან, არის აცრილი, მრევლის წინაშე კი ამის გასაჯაროება უჭირთ. მე ვიცნობ რამდენიმე მღვდელმთავარს, რომელმაც “ფაიზერის” აცრა გაიკეთა, მაგრამ რცხვენია ამის გასაჯაროების, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი რისხვა იქნება მათზე და საპატრიარქოს ადმინისტრაცია მათ მიმართ განახორციელებს გარკვეულ რეპრესიებს”,- ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

