ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 74% კი ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობა.
11%-თვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია. ასევე 11% არ ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში.
ევროკავშირის შემთხვევაში გამოკითხული მოსახლეობის 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ნატოს შემთხვევაში კი 14%-მა.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.