ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

კვლევების მიხედვით, იმ პირებში, რომლებმაც ვაქცინა ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში გაიკეთეს “მეცნიერებმა მუცლის მოშლის რისკი ვერ აღმოაჩინეს”.

კვლევაში ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები გამოიყენეს, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო არა მხოლოდ 20 კვირამდე პერიოდში, არამედ გვიანი ორსულობის დროსაც უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ორსულების იმუნიზაციის რეკომენდაციას ამ დრომდე არ იძლეოდა, ამის მიზეზად კი შესაბამისი კვლევების არარსებობა სახელდებოდა.

იტვირთბა....