ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

პატრიარქი დუმს… ეს ძალიან აღმაშფოთებელია – დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვაქცინაციაზე

[su_quote]დღეს გამოიცა პატრიარქის მიმართვა საზოგადოებისადმი ვაქცინაციის შესახებ, სადაც ის საუბრობს ძალიან ბევრ რამეზე, მაგრამ მთავარზე არ საუბრობს, რაზეც პატრიარქი და ზოგადად სასულიერო პირი უნდა საუბრობდეს, რომ ეკლესიურად, საღვთისმეტყველო სწავლების მიხედვით, დოგმატიკის მიხედვით, მამათა სწავლების მიხედვით, შესაძლებელი არის თუ არა ვაქცინის გაკეთება, არის თუ არა ვაქცინა სატანური, არის თუ არა ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი და ასე შემდეგ. აი, ამ ყველაფერზე დუმს კათოლიკოს-პატრიარქი და სამაგიეროდ ამბობს, რომ ეს არის ნებაყოფლობითი და პატრიარქი აიცრება თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობისთვის. ეს ძალიან აღმაშფოთებელია[/su_quote]

განაცხადა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. შეგახსენებთ რომ დღეს საპატრიარქომ წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ ილია მეორეს ვაქცინაცია არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანები ვაქცინაციას.

იტვირთბა....