ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

Atsrili.ge – ქართული კომპანიების შეთავაზებები აცრილი მოქალაქეებისთვის

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აქტიურად ერთვებიან ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელ კამპანიაში და ვაქცინირებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.

იმისთვის, რომ ეს შეთავაზებები აცრილმა პირებმა მარტივად იხილონ, საიტი Astrili.ge შეიქმნა.

აღნიშნულ პლატფორმაზე ნებისმიერი სახის შეთავაზებაა განთავსებული. მათ შორის ფასდაკლებები ტანსაცმლის კოლექციაზე, რესტორანში, სასტუმროს ნომერში თუ სხვა.

იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ფასდაკლებით ისარგებლონ, საჭიროა ქართულ კომპანიებს სოციალურ ქსელში დაუკავშირდნენ და ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი წარადგინონ.

იტვირთბა....