ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

როდის ელოდებიან კორონავირუსის პიკურ მაჩვენებელს ქვეყანაში – ტიკარაძის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის პიკური მაჩვენებელი 20 აგვისტოსთვისაა მოსალოდნელი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკები კოვიდპაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ, ჯანდაცვის უწყება საველე ჰოსპიტლების მოწყობას გეგმავს.

„დაახლოებით გვაქვს მოლოდინი, რომ პიკურ მაჩვენებელს მივაღწევთ 20 აგვისტოსთვის, რაც დღევანდელი მონაცემებით უკვე გარდაუვალია. თუ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ პიკურმა მაჩვენებელმა 20 აგვისტოს შემდეგაც არ განაგრძოს ზრდა, ამისათვის მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ დავფიქრდეთ გვინდა თუ არა სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და აცრა, არამედ ეს არის ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ჩვენგანის მხრიდან”, – განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 48 პაციენტი.

იტვირთბა....