„ყველამ კარგად გაიგო რაც ვუთხარი ქაჯაიას. ნუ გადაგაქვთ აქცენტები სხვაგან. ეს /ვაშინგტონის/ დიპლომიც პარლამენტარობის დროს აიღო მარიამმა. მე ვკითხულობ რა დამსახურებების გამო მოხვდა პარლამენტში და რატომ შეცვალა მისი ხათრისთვის მიშამ კონსტიტუცია??? ათი დიპლომი რომ ჰქონდეს, (სწორედ პარლამენტარობის დროს წავიდა, დაიკარგა დს მერე ჩამოიტანა ეს დიპლომი) ისიც სხვის ხარჯზე აღებული ეს მის უზრდელობას ვერ გადაფარავს და აქ ამაზე არცაა სტატუსი. მე კი ერთერთი უძველესი და საუკეთესო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და არა მარტო მაქ მისწავლია“. – ასე გამოეხმაურა „მეტრონომის“ მიერ მომზადებულ მასალას პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, კვაჭანტირაძემ გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე იკითხა რა დამსახურებით მოხვდა 24 წლის მარიამ საჯაია საქართველო პარლამენტში. „მეტრონომმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მარიამ საჯაიას ამერიკაში მიღებულ განათლებაზე ვწერდით. დეპუტატ კვაჭანტირაძეს კი დიპლომი რუსეთში, იაროსლავში აქვს აღებული. სწორედ ამ „შედარებამ“ გამოიწვია კვაჭანტირაძის გაღიზიანება.