[su_quote] ამ ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სიკვდილის შემთხვევები. ვაქცინა პირველ რიგში იცავს სიკვდილისგან და შედარებით ნაკლებად დაავადების გადადებისგან, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი გზა იმისი, რომ შემცირდეს ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა, არის მასობრივი ვაქცინაცია [/su_quote]
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

