[su_quote] პატივს ვცემ მიხეილ სააკაშვილს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ამიტომ, არ მინდა, არაკორექტულად ვუპასუხო. მაგრამ ყველა ხვდება, სიცრუე ის იყო, რაც მან ბრძანა. თქვა, რომ ქედს იხრის გმირი ექიმების წინაშე, რომ არ დაეკარგა ამომრჩეველთა ხმები და ამავე დროს მან ამოარჩია ის სამი ექიმი, პაატა იმნაძე, ლევან რატიანი და მე, რომლებიც პირველივე დღეებიდან არა ფრონტის წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზის წინ ვიდექით. ანუ ჩვენ ცუდები ვართ და დანარჩენი კარგები. ხალხი განსჯის, რამდენად დაუჯეროს ბატონ მიხეილს, რომ არ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, ჩვენი საექიმო საქმე და ვმონაწილეობდით რაიმე შეკრებებში ან მით უმეტეს, სიცრუეს ვეუბნებოდით მოსახლეობას. დამისახელოს მიხეილ სააკაშვილმა ერთი ფაქტი მაინც, როცა ჩემი ნათქვამი გამოდგა სიცრუე. ასეთ ფაქტს ვერავინ იტყვის.
ჩემი გვარი ახსენა ცოტა შეურაცხმყოფელ ფორმაში, აცანცარებული ცერცვაძე და აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეეფერება, მე თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს. თქვა, რომ ლევან რატიანს როგორ ამოეღება ხმა, როცა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე უარესი მდგომარეობა რეანიმაციაში აქვს. ცოცხალი ტყუილია, რას ჰქვია, ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა აქვს როგორც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისე სხვა რეანიმაციულ სამსახურებს შორის. როგორ შეიძლება ლევან რატიანზე ამის თქმა, რომ არასაკმარისად მუშაობს. მე ვეტყვი ბატონ მიხეილს, იქნებ ჩვენზეც თქვა, რომ ცუდი მაჩვენებელი გვაქვს, ერთი პროცენტია მხოლოდ სიკვდილიანობა ჩვენს კლინიკაში. ჰოსპიტალში შემოსული პაციენტების ერთი პროცენტი. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში. მე ერთ რამეს ვიტყოდი მასზე და სამწუხაროდ, ის ჩადგა იმ რიგებში, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა. ვისაც სწყინს და აღიზიანებს, თუ ქვეყანაში რამე კარგი ხდება და უხარია, თუ რამე ცუდი ხდება [/su_quote]
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

