პირველი არხის ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის განცხადებით, ტელეკომპანიიდან შეატყობინეს, რომ მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტენ. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა.
“ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს”,- წერს აბსანძე.
აბსანძე 5 ივლისის შემდეგ გამართულ აქციებსაც ესწრებოდა. 13 ივლისს ქართულ ოცნებასთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე აბსანძე დააკავეს.

