ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თემურ ჭყონია: ჩვენი ყველა თანამშრომელი აცრილია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მის კომპანიებში – კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში, ასევე “მაკდონალდს საქართველოსა” და “ჯორჯია პალას ჰოტელში” დასაქმებულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უკვე ვაქცინირებულები არიან. ამის შესახებ თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან განაცხადა.

“ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი არის აცრილი. ყველა რეგულაციას რა თქმა უნდა ეთანხმება, რადგან აცრა არის ის საკითხი, რომლის საწინააღმდეგოს არც უნდა ფიქრობდეს ადამიანი”,- ამბობს თემურ ჭყონია.

იტვირთბა....