მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: უგუნურმა წინა ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი

[su_quote]13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ უზარმაზარი დანაკარგი და ტრაგედია, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები დროებით, მაგრამ ამან განაპირობა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის, ათასობით ადამიანი დევნილობაში წამოვიდა და ძალიან გამოუსწორებელი შედეგი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ. ხალხმა მიიღო, რაც მთავარია. მე ყოველთვის მითქვამს, რომ მოდიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ვიწრო ელიტური ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ტოვებს ძალიან დიდ პრობლემებს და შემდეგ თაობებს უწევთ ამ პრობლემების გადაჭრა, ამაზე ზრუნვა და მუშაობა. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპაცია დაგვხვდა. ის, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახული ჩვენს ქვეყანაში ჯარების შემოყვანა და დაბრუნება, ეს არახალია და ცხადია. ხელისუფლება მმართველი მაგიტომ ხარ, მაგიტომ აგირჩია მოსახლეობამ, რომ ყველა რისკი გათვალო, დააზღვიო შენი მოსახლეობა და შენი ქვეყანა, პირველ რიგში. რუსეთის ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. 2005 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა, ბოლო ჯარის ნაწილი გავიდა ახალციხიდან, რომელშიც სხვათა შორის მე შევიყვანე ქართული ჯარი და იქ ახალი ბაზა ავაშენეთ. მას შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, უგუნურმა წინა ხელისუფლებამ, არ ვიცი უმეცრებით, უგუნურებით როგორ მოუვიდათ, ასეთ პროვოკაციას წამოეგნენ და შემოიყვანეს, დააბრუნეს რუსული ჯარი. ეს კატასტროფაა. რატომ ვლაპარაკობ მე ამდენს – მშვიდობას და სტაბილურობას არ აქვს ალტერნატივა. მეგობრებო, მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, ჩვენს ოჯახებში, არ იქნება არავითარი განვითარება[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების” დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....