ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლუკაშენკო წუხს, რომ საქართველოში ახალგაზრდები უფრო ხშირად ინგლისურად საუბრობენ, ვიდრე რუსულად

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს რომ საქართველო, როგორც უკრაინა მისი “თავის ტკივილია” ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ასევე ლუკაშენკო წუხს, რომ საქართველოში ახალგაზრდები უფრო ხშირად ინგლისურად საუბრობენ, ვიდრე რუსულად

“საბჭოთა პერიოდში არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში, მართალია სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ, საქართველოში თბილისის გარდა აფხაზეთში ვიყავი… ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი ქალები… რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს მუდამ შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე – ეს იყო აყვავებული ოაზისი. რა მოხდა იქ, ცოტა ხნის წინ ვნახე. არ დავიწყებ საუბარს რატომ: კარგად ვარ განწყობილი ქართველების მიმართ. არის იქ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, მაგრამ ყველაფრისგან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, სანამ გვიანი არაა. ჩვენ გადავკვეთეთ წითელი ხაზები, მაგრამ კუთხეში ჯერ მიმწყვდეულნი არ ვართ”,- ამბობს ლუკაშენკო.

იტვირთბა....