ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა: დარგების და საზღვრების ჩაკეტვა არ განიხილება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საზღვრების, ტურიზმის, სასტუმროს ბიზნესის და სხვა მსგავსი სფეროების ჩაკეტვა ეკონომიკას დიდ დარტყმას მოუტანს. ამის შესახებ თურნავამ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა.

“გუშინ ჩვენ გვქონდა კოვიდსაბჭო. ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო, სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და ეს არის ისეთი დარგები, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს.

ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო გამოცოცხლება. ეს ხომ ჩვენი ადამიანის დასაქმებაა, ეს ხომ ადამიანების შემოსავლებია. ჩვენს ბიუჯეტს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეორე, მესამე წელს სუბსიდია განახორციელოს, შეინახოს ოჯახები. ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, არის საშუალება დღეს ეკონომიკამაც იფუნქციონიროს, ყველა აიცრას მაქსიმალურად და შესაბამისად, ეს პრობლემაც ასე იქნება გადატეხილი. ამას აკეთებს მთლიანად მსოფლიო და ამას ვაკეთებთ ჩვენ”,- ამბობს თურნავა.

იტვირთბა....