[su_quote] არც კი ვიცი რა დავწერო, ასეთ დროს სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი მეგობრის, კოლეგის მეუღლე, უკარგესი ბიჭი ემსხვერპლა კოვიდს. 47 წლის, სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი. ორი შვილის მამა… იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია. აცრა ვერ მოასწრო… აიცერით! სიკვდილს რომ გადაურჩეთ! საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები, რომ დაიცვათ ტრაგედიისგან. სასწრაფოდ აიცერით, რომ ამ შემზარავი სტატისტიკის შემადგენლად არ იქცეთ. როგორ განუგეშო თიკა.. გაძლებას გისურვებ, ჩემო გოგო [/su_quote]
ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში წერს.

