ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა.
რეანიმატოლოგ გაბრიელ კუხიანიძის თქმით, 28 წლის ქალი კლინიკა ბომონდში 30 ივლისს შეიყვანეს.
“დღეს, დილის პერიოდში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი. ჩვენი კლინიკა ემსახურება როგორც ჩვეულებრივ კოვიდინფიცირებულებს, ასევე ორსულთა პათოლოგიას. პაციენტი შემოყვანილი იქნა 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით და იყო 29 კვირის ორსული, 28 წლის ქალბატონი. მიუხედავად მედიკამენტოზური და სხვადასხვა სიმპტომური მკურნალობისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა. სამწუხაროდ პნევმონია იყო დიდი ზომის და ორივე მხარეს დიფუზურად იყო განვითარებული”, – ამბობს რეანიმატოლოგი.