[su_quote] სიმართლე გითხრათ, დიდად აღარ მინდა ხოლმე, ამ სუპეროდიოზური, თუ არ ვიცი რა დავარქვა, მე ჩემს თავსაც რომ არ ვაკადრო, ისეთი სიტყვები არ ვთქვა. ადამიანი, რომელიც ხან პოლიციელებს ლანძღავს და ემუქრება, ხან ექიმებს ლანძღავს და ემუქრება, არაადეკვატურია მოვლენების მიმართ, არაადეკვატურია თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე და ყოველდღიურად, ყველა წინადადებაში ხან ტყუილს და ხან ისეთ ბოროტებას ამბობს, რომელიც წარმოუდგენელია შეფასებისთვის. ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია და თუ რომელიმე პარტია მოახერხებს, რომელიც მის ქუდქვეშ მოიაზრება და გაემიჯნება, შედარებით ადეკვატურები გამოჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში [/su_quote]
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

