ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია იღებს ვალდებულებას, არჩევნებში მათი წარმომადგენლები მაქსიმალურად ვაქცინირებულები იქნებიან.
მისივე თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ რეგიონებში აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ
„პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

