[su_quote] რატომ იღუპება ხალხი – იმიტომ, რომ არ აიცრა. ვინ მოუწოდებს, რომ არ აიცრას – სასულიერო პირები. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება – ხმას არ იღებს, არჩევნები აქვს მოსაგები. სიტყვას ვერ ძრავს საპატრიარქოზე, ვერაფერს ეუბნება მკვლელ მღვდლებსა და მათ მრევლს, რომელსაც ყოველდღე არწმუნებენ, რომ აცრაზე უარი თქვას. ქართული ოცნება ხმების გამო სასიკვდილოდ იმეტებს მოქალაქეებს. ყოველდღე ქვეყანა კარგავს ათეულობით ადამიანს და პრემიერ-მინისტრს ჰგონია, რომ ეს არ არის ომი და ახლა მშვიდობიანი პერიოდი უდგას ქვეყანას, რომელმაც მხოლოდ დღეს 54 ადამიანი დაკარგა.
კულტურის მინისტრი კონცერტებს აპირებს, რადგან გადაწყვიტა, რომ მაგარი გოგოა და უკან არ წაიღებს თავის გეგმას. ეკონომიკის მინისტრი უტიფრად გვატყუებს, რომ ეკონომიკაც იზრდება და ვირუსიც წარმატებით იმართება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსს ეშინია ღარიბაშვილის და მის ქეიფზე სიტყვას ვერ ძრავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, კოვიდის გავრცელებიდან დღემდე რამდენი შეცდომა და დანაშაული ვნახეთ… [/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.