ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბურჯანაძე: ვაქცინირებული ადამიანები და მომსახურე პერსონალი რესტორნებში შეღავათებით ისარგებლებენ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ახალი ინიციატივით გამოდის.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, ვაქცინირებული ადამიანებისთვის და რესტორნის თანამშრომლებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება.

„ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და სტუმრები არიან, ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორნებში მიიღებენ მომსახურებაზე ფასდაკლებას, თანამშრომლები კი, ხელფასის სახით დანამატს. ამ შემთხვევაში, ეს არ არის არავაქცინირებულების რაიმე კუთხით შეზღუდვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებთ ან ხელფასი არ ექნებათ, უბრალოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება“, – ამბობს ბურჯანაძემ.

იტვირთბა....