ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: საწოლების რაოდენობა შეზღუდულია, ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმას, რაც ფიზიკურად არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლების რესურსი შეზღუდულია.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყება ვერ გაუკეთებს მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს.

„[სასწრაფოს ბრიგადები] ახდენენ პაციენტების ტრიაჟს უკვე ბინაზე და მიიღება გადაწყვეტილება, სად არიან ეს პაციენტები გადასაყვანები – სასტუმროში, კლინიკაში თუ ბინაზე. ასევე, ჩართული არის დამატებითი რგოლი ოჯახის ექიმების ჩართულობით და 520-ზე მეტი ოჯახის ექიმი მართავს ამ პროცესს. გარდა ამისა, უბნის ექიმები, რომელებიც საქართველოს მასშტაბითაა, თავის პაციენტებს მართავენ.

პირველი ტალღიდან დაწყებული ვამბობთ, რომ საწოლების რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად ან არ გვაქვს, ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ასეთი საწოლები არსებობს ასევე ბინაში, რომელსაც შეიძლება, ექიმი ვერ მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი არსებული რესურსით საქართველოში შეუძლებელია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 54 პაციენტი.

იტვირთბა....