ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი: ლევან [რატიანი], ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და მეტად გადაარჩინო ხალხი, უკეთესი იქნებოდა

[su_quote]იმის მაგივრად, რომ ექიმები დაკავებული იყვნენ, ქედს ვიხრი ქართველი ექიმებისა და მედპერსონალის წინაშე, მე ვსაუბრობ სამთავრობო ექიმებზე, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ, თორემ ქართველი ექიმები, მედიკოსები, მედპერსონალი იმსახურებს ყველანაირ მადლობას და მართლა ქედის მოხრას თითოეული ჩვენგანისგან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. რატომ არ იცრება ხალხი? ხალხს ნუ კი ამუნათებთ. იმიტომ, რომ არ სჯერათ თქვენი. რატომ უნდა დაგიჯეროთ, მატყუარები ხართ, უკვე იმდენჯერ მოიტყუეთ. რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ვინმე იმნაძეს და ვინმე აცანცარებულ ცერცვაძეს, როდესაც ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ მთელი ეს თვეები და წლები, ოღონდ ბატონისთვის ესიამოვნებინათ. ლევან რატიანი ტელევიზორიდან არ გამოდის, უკაცრავად, ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვიყავი ლევანის მიმართ, მაგრამ ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა, იცი?. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი, რომ თქვენ ყელყელაობდეთ „ოცნების“ ღონისძიებებზე, ყველაფერს აქვს საზღვარი. კი, გაგიშვით უცხოეთში სასწავლებლად, არა იმისთვის, რომ თანამონაწილეობდე შენი მოქალაქეების მკვლელობაში. მეტი არაფერი არ ჰქვია ამას, რასაც აკეთებს სამედიცინო ფუნქციონარები დღეს საქართველოში. ყველა, ვინც დღეს თანამშრომლობს დანაშაულებრივ რეჟიმთან, არის კოლაბორანტი და თავისი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილე. ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლეფით გელაპარაკოთ. სიმართლე უნდა გითხრათ თვალებში. ყველანი კარგები ვართო, არაფერი კარგები არ ხართ. ყველა, ვინც დაეხეტებით იმ ღონისძიებებზე, ხართ თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის განადგურების და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. წერტილი[/su_quote]

განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარის ეთერში.

იტვირთბა....