ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაცაბიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეკონომიკურად ძლიერ რუსთავში ცხოვრება სურს

ქართილმა ოცნებამ რუსთავში მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარადგინა. ლაცაბიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აპირებს რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღის შექმნას.

“ამისთვის კი ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ძალიან კარგი მაგალითი გახდეს, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, საკუთარი რესურსი აქ, ქალაქში დახარჯონ, იმისთვის, რომ ხანში შესული ადამიანების ყოველდღიურობა ჩვენს ქალაქში უფრო ნაკლებ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, იმისთვის, რომ საწარმოებში დასაქმებული ჩვენი მეგობრების, მეზობლების, ოჯახის წევრების სამუშაო პირობები გახდეს კიდევ უფრო უკეთესი და მათთვის, ვინც მონდომებულია საგანმანათლებლო თუ სპორტულ სფეროში, ხელოვნების თუ ტექნოლოგიური სიახლეების მიღწევა შეძლოს არა მხოლოდ საქვეყნო, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ახალ შესაძლებლობები ახალი გამარჯვებებისთვის”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის თითოეული წევრი რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს.

იტვირთბა....