ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

გამყრელიძე: მარტო ხელის გაშვერა, რომ ხელისუფლება არ იცავს [წესებს]… ჩვენ რატომ არ ვიცავთ?

ძალიან გთხოვთ, მე ვთქვი, რომ პოლიტიკაში არ ვერევი, დღეს ეს საკითხი იყოს ზეპოლიტიკური, არ იყოს დადანაშაულება იმაში, რომ… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს პოლიტიკოსებს შორის საჯილდაო ქვა არ უნდა იყოს. მაგალითად, დღეს მე საკოორდინაციო საბჭოზე შევედი წინადადებით, ახლა იწყება პოლიტიკური პროცეცი წინასაარჩევნო, ხომ შეიძლება შევთანხმდეთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დადებს სტანდარტს არჩევნების უსაფრთხო ჩატარების შესახებ. ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდეს, რომ ყველა დაიცავს ამ სტანდარტს. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები და წინასაარჩევნო პროცესი ერთერთი მთავარი ბუსტერია. ამაზე ერთმანეთის ქირქილი არ გვინდა. კანონი უზენაესია ყველასთვის, მაგრამ მარტო ხელის გაშვერა, რომ აი, ხელისუფლება არ იცავს ამას… ჩვენ საზოგადოება რატომ არ ვიცავთ? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ დღეს რაც საკურორტო ადგილებში ხდება, ეს არ უნდა ხდებოდეს. მაინცდამაინც შოლტი და მათრახი? მაინცდამაინც და ჯარიმა? ყველაზე დიდი დეფიციტი ქევყანაში არის განათლების

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ tv პირველის ეთერში.

იტვირთბა....