ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა

[su_quote]2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა. ამისთვის მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და მხარდამჭერებს. რა თქმა უნდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში, ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენ გვქონდა არნახული პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სერიოზული, ვინაიდან სწორედ თვითმმართველობის არჩევნები არის უმოკლესი გზა ჩვენს მოსახლეობასთან[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....