ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დოლიძე: კოვიდი არის ოცნების მთავარი პოლიტიკური პარტნიორი

[su_quote]ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჩვენ გვაქვს კოვიდის მიზანმიმართული გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. რაც ხდება, მე ამას უნიათობას აღარ დავაბრალებ. ყოველ ზაფხულს, როდესაც იზრდება რიცხვები, როდესაც მივდივართ პიკამდე სექტემბრისთვის და ხდება საარჩევნოდ ქვეყნის ჩაკეტვა, ეს ერთხელ თუ იყო შემთხვევითი, ამჯერად ნამდვილად მიზანმიმართულია. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეგვეძლო გვენახა იგივე დასავლეთში, ბათუმში როგორ უგულებელყოფა ხდებოდა ელემენტარული რეგულაციების, თუნდაც პირბადის ტარების და დღევანდელ დღეს მთავრობის განცხდებას, რომ მათთვის სურპრიზია გაზრდილი რიცხვები და ნელ-ნელა აპირებს რეგულაციების გამკაცრებას, უკავშირდება იმას, რომ კოვიდი არის ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური პარტნიორი[/su_quote]

განაცხადა პარტია ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ ტვ პირველის ეთერში.

იტვირთბა....