ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის უწყება ყველანაირად ცდილობს საწოლფონდის მაქსიმალურ მობილიზაციას.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი ყველა სიპის დახმარებით თვითონ პაციენტების ნაკადების მართვაში და აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუცილებელი არის ყველა ღონისძიების გამკაცრება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თითოეული რეგულაცია ეპიდვითარებაზე დაწესებიდან 2 კვირაში აისახება.

იტვირთბა....