ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება, დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყების მიზანი სექტემბრისთვის სრულიად უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაა.

„დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ამის ზუსტად პროგნოზირება ძალიან რთულია. თუმცა, მოსამზადებელი ერთი პირობა იქნება სრული ვაქცინაცია, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ფართო მოცვა. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და მე ვფიქრობ, რომ პედაგოგიური სექტორი აქტიურად ერთვება და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში. ასევე სტუდენტების ვაქცინაცია და დანარჩენი უკვე დამოკიდებული იქნება ზოგად ეპიდემიურ გარემოზე ქვეყანაში. ალბათ, ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა ჩვენი მიზანია, სექტემბრისთვის სასკოლო გარემო იყოს სრულად უსაფრთხო.

[გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია] ძალიან სენსიტიური საკითხია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უზრუნველვყოთ ინფორმაცია ვაქცინების შესახებ, რათა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს. სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჩვენ ფართო და შეუზღუდავი წვდომა გვაქვს ყველა ვაქცინაზე. ამდენად, გარკვეული დრო უნდა მივცეთ მოსახლეობას ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.”, – ამბობს თამარ გაბუნია რუსთავი 2-თან საუბარში.

 

იტვირთბა....