ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია: ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა, ეს პირიქით ადასტურებს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქარელში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

“არავის არ გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა, რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად იქნება. ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის”,- ამბობს გახარია.

იტვირთბა....